ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრს ორი ბრიგადა დაემატა
ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრს ორი ბრიგადა დაემატა

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრს ბრიგადები დაემატა,-ამის შესახებ ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ პირველ არხთან განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი ჯგუფები სამი თვის განმავლობაში იმუშავებენ.

„სულ 13 ბრიგადა გვყავს, გრიპთან დაკავშირებით გამოძახებების რიცხვი გაიზარდა, ამიტომ ორი ბრიგადა ბათუმის მერიამ დაგვიმატა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ წლევანდელი წელი გამონაკლისი არ არის. არა მხოლოდ გრიპის, არამედ საკურორტო სეზონის პერიოდშიც, მერია ბრიგადებს ყოველ წელს გვიმატებს. დამატებითი ჯგუფები სამი თვის განმავლობაში იმუშავებენ, რადგან გამოძახებების რაოდენობა გაზრდილია”, -განაცხადა ბადრი პაქსაძემ.

აჭარის სხვადასხვა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გრიპით ინფიცირებული 20 პაციენტი რჩება. გრიპის ვირუსის  გავრცელების დინამიკა ჯერჯერობით უცვლელია.

ბათუმში საჯარო სკოლებთან ერთად, სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებშიც 21 იანვრამდე გადაიდო.