ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრს ახალშობილების ტრანსპორტირებისთვის რეანომობილი გადაეცა
ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრს ახალშობილების ტრანსპორტირებისთვის  რეანომობილი გადაეცა

ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრს ნეონატალური რეანომობილი დაემატა.

აღნიშნული რეანომობილით კლინიკებს შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილების სამედიცინო ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი.

ევროსტანდარტების შესაბამისი სპეცმანქანა ინკუბატორით, საინფუზიო, სამანიპულაციო და მონიტორინგის სისტემებით სრულადაა აღჭურვილი.

რეანომობილი ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა გადასცა.

ცერემონია ამ წუთებში მიმდინარეობს. განახლებული ავტოპარკი გადაუდებელი დახმარების სერვისს გააუმჯობესებს.