ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულის ოჯახის წევრები აქციას მართავენ
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულის, იმედა აბაშიძის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

დღეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე სავარაუდოდ გამოაცხადებს განაჩენს გასულ წელს დაკავებული აბაშიძის მიმართ.

„გვჯერა მართლმსაჯულების და დიდი იმედი გვაქვს, მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, რვა თვეა, მიმდინარეობს პროცესი და ვერც ერთი რეალური მტკიცებულება ვერ წარმოადგინა ბრალდებამ. იმედი მაქვს, მოსამართლე იმედა აბაშიძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასაც გაითვალისწინებს,” – აცხადებს ბრალდებულის მეუღლე ნინო აბაშიძე.

სასამართლო პროცესი დღეს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. იმედა აბაშიძესთან ერთად მოსამართლე განაჩენს სავარაუდოდ ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ სამ პირს: მარად წითელაძეს, ჯამბულ ნაკაშიძესა და ბეჟან დეკანაძეს გამოუტანს.