ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

დღეს სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესები გაიმართება, რომლებსაც დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

პროცესები გაიმართება როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე.

მოსამართლე სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს. თავდაპირველად სასამართლო იმსჯელებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე. როგორც ცნობილია, მზია ამაღლობელს ადმინისტრაციული წესით სტიკერის გაკვრაზე ახალი ბრალი წარუდგინეს. ამის შემდეგ კი განახლდება სისხლის სამართლის საქმის განხილვა.

„მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის მეორეჯერ სამართლდება. რეჟიმში ვცხოვრობთ. ეს ხდება რუსეთში, სადაც სტიკერის გაკვრისთვის ადამიანებს აკავებენ. ამ და სხვა ფორმებით ცდილობენ, ქვეყანაში თავისუფალი და კრიტიკული აზრის გაქრობას“, – განაცხადეს სასამართლოსთან შეკრებილებმა.