ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო სხდომის დაწყებამდე, ერთ-ერთმა აქტივისტმა პერფორმანსი მოაწყო [ვიდეო]

13:02, 04.08.2025

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო სხდომის დაწყებამდე ერთ-ერთმა აქტივისტმა პერფორმანსი მოაწყო.

აქტივისტს სახეზე ბანერი ჰქონდა წარწერით – „თითოეულის პასუხისმგებლობაა, არ გავჩუმდეთ“.

სასამართლოსთან მივიდნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი სასამართლოს დღეს დასკვნითი სიტყვით მიმართავს.

მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ხელმეორედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი