ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია იმართება 
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია იმართება 

ხმაურია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებული პირების სასამართლო მიმდინარეობს.

დაკავებულთა ახლობლები ამტკიცებენ, რომ მსჯავრდებულები უდანაშაულო არიან და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩხუბი მიმდინარე წლის 2 მარტს მოხდა. ჩხუბის დროს ერთი ადამიანი დაიჭრა, ხუთს კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიადგა. ჩხუბი ერთ-ერთი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა. დაპირისპირების დროს გამოყენებული ცივი იარაღი, ერთ პირს კი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

საქმეზე ამჟამად ოთხი პირია პატიმრობაში, მათი ახლობლების მტკიცებით, ჩხუბში დაკავებულები იარაღის გარეშე მონაწილეობდნენ, ის პირი კი, რომელსაც იარაღი ჰქონდა პროკურატურამ გირაოთი გაათავისუფლა.