ბათუმის საქალაქო სასამართლოში სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. სასამართლო მტიცებულებების დასაშვებობისა და საქმის არსებითი განხილვისთვის გადაცემის საკითხზე იმსჯელებს.

დაკავებულების ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამგდომლობასაც დააყენებენ.

როგორც გიორგი მიქელაძის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

„ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრიდან ექვსი თვე გავიდა. გამოძიებამ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

გიორგი მიქელაძე საწყობის გამგე იყო, ხოლო თურქეთის მოქალაქე ფათიჰ იაუზი ტექნიკური მენეჯერი.

ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასული წლის 24 ნოემბერს გაჩნდა. შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 21-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.