ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლომ ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. ადვოკატმა პაატა დიასამიძემ კი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. მან მიმართა სასამართლოს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო გამოიყენოს.

მზია ამაღლობელს პროკურატურამ გუშინ ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით 12 იანვარს დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.