ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს მოსამართლე პირველად დაკითხავს მზია ამაღლობელს.

სასამართლოში მივიდნენ ევროპის რამდენიმე ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

უადგილობის მიზეზით დარბაზში მსურველთა თითქმის ნახევარი ვერ შევიდა.

„აქამდე მზია ამაღლობელი სასამართლოზე არ დაკითხულა, დღეს უპასუხებს ყველა შეკითხვას 11-12 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა“, – განაცხადა ადვოკატმა კახაბერ წერეთელმა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა დეპუტატ ნინო წილოსანის დაკითხვასთან დაკავშირებით. დაცვის მხარემ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა პრემიერის დაკითხვის თაობაზე. ადვოკატები აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძემ არაერთხელ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია ამაღლობელთან დაკავშირებით.