ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ლეოგრანდის“ შენობის ექსპლუატაციის შეჩერების მოთხოვნა დააკმაყოფილა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი სასტუმრო „ლეოგრანდის“ შენობის ექსპლუატაციის შეჩერების მოთხოვნა დააკმაყოფილა.
სასტუმროს ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„ლეოგრანდის“ მენეჯმენტი ჟურნალისტებისთვის ამ წუთებში პრესტურს მართავს. მედიის წარმომადგენლებს ყველა იმ ტერიტორიას აჩვენებენ, სადაც ხანძარი გაჩნდა და განლაგებულია უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები.
„პრაქტიკულად თითქმის ყველაფერი შევცვალეთ, სამუშაოების 80 პროცენტი შესრულებულია, დანარჩენს ეტაპობრივად ვამთავრებთ. სასტუმრო სრულიად უსაფრთხოა, ვერ ვხსნი, რა იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დასკვნის მიზეზი“, – განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა ალპერ პინარმა.