ბათუმის საქალაქო სასამართლო „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული 10 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს
ბათუმის საქალაქო სასამართლო „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული 10 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

ბათუმის საქალაქო სასამართლო „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული 10 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

სასამართლოს დაწყებამდე, ერთ-ერთი დაკავებული, 62 წლის გიორგი გიგიაძე სასამართლო დარბაზში შეუძლოდ გახდა.

როგორც ახლობლებმა განაცხადეს, მას ონკოლოგიური პრობლემა აქვს.

დღესვე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომა ბრალდებულებმა ნაკაშიძემ, ქობულაძემ და დეკანაძემ დატოვეს, რომელთა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე მათივე თხოვნით დაუსწრებლად იმსჯელებენ.

დაკავებულების ადვოკატები და ოჯახის წევრები წაყენებულ ბრალს არ ეთანხმებიან.

შეგახსენებთ, გუშინ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 10 პირი დააკავეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და აჭარის რეგიონში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით.

უწყების ცნობით, მინდია ლავასოღლის კანონიერი ქურდობისა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი.