ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციაზე შსს-ს პრესცენტრის თანამშრომელი დაშავდა
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციაზე შსს-ს პრესცენტრის თანამშრომელი დაშავდა

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარი დაპირისპირებისას მაღაზიის ვიტრინა დაიმსხვრა, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოპერატორი გიორგი ბერიძე დაშავდა.

ფაქტს შს სამინისტროში ადასტურებენ.

ამ დროისთვის გიორგი ბერიძე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აქციაზე ასევე დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კირთაძე.

მას შემდეგ, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დახმარება აღმოუჩინა, ის ისევ საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან დაბრუნდა.