ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს განიხილავს
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს განიხილავს

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო არჩევნებზე შესული საჩივრების განხილვა დაიწყო. ოლქში სულ 19 საჩივარი შევიდა  – 10 „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხუთი  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“,  სამი  „სამართლიან არჩევნებს“, ერთი კი, ორგანიზაციას „ახალგაზრდული ცენტრი ჩვენი თაობას” ეკუთვნის.

ძირითადად, საჩივრები პროცედურული ხასიათის დარღვევებს ეხება, მათი  ავტორები საარჩევნო ადმინისტრაციების მოხელეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე ვარაუდობს, რომ კომისია 19-ვე საჩივარს დღესვე განიხილავს.