ბათუმის საოლქო კომისიის სხდომა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს
ბათუმის საოლქო კომისიის სხდომა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელზეც არჩევნების შემაჯემებელ ოქმს უნდა მოეწეროს ხელი, პროტესტის ნიშნად დატოვეს კომისიის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“. ამასთან, სხდომა დატოვა ორმა დამკვირვებელმაც.

„ნუ მოაწერთ ხელს ამ სიყალბეს, 11 ათასი ბიულეტენია ბათილი, 3 000-ზე მეტი დაკარგული და მეუბნებით, რომ ჩემმა პარტიამ 6 000 ხმით წააგო და გამარჯვებულად აცხადებთ „ქართულ ოცნებას“, თქვენ ხართ ხმების ქურდი, მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ სხდომას“, – მიმართა კომისიის თავმჯდომარეს კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირმა ხოროიშვილმა.

კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძემ კომისიის წევრებს მოუწოდა, საკუთარი პოზიცია რეგლამენტით გათვალისწინებულ დროში დაეფიქსირებინათ და სხდომის მუშაობისთვის ხელი არ შეეშალათ.

სხდომა ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია იმართება.