ბათუმის საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის დირექტორსა და სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმის საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის დირექტორსა და სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის დირექტორსა და სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სწორედ ამ კლინკაში მიმდინარეობს „პისიარ“ ტესტების აღება.

„კოვიდ-19“ დაუდასტურდა ერთ-ერთ იმ თანამშრომელს, რომელიც პაციენტებისგან ნიმუშებს იღებდა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ინფიცირებულებს პაციენტებთან შეხება არ ჰქონიათ, გარდა ამისა, მედპერსონალს გეგმური კვლევები უტარდებათ, ახლო კონტაქტები კი მოძიებულია. ისინი იზოლაციაში იმყოფებიან და მათი კვლევა მიმდინარეობს.

ადმინისტრაციის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულება ჩვეულ რეჟინში განაგრძობს საქმიანობას და კვლავ მიმდინარეობს მოსახლეობის ტესტირება.

„ჩვენ ყოველ 24 საათში უკლებლივ ყველა თანამშრომელს ვუტარებთ „პისიარ“ ტესტირებას. მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გადიან ისინი სამუშაოდ. აქედან გამომდინარე, დადასტურებულ შემთხვევებს არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ პაციენტებთან. ოთხივე თანამშრომელი თავს გრძნობს კარგად. დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ.

ინფიცირების წყარო ცნობილია, იზოლაციაში დაახლოებით ათამდე ადამიანი იმყოფება“, – განაცხადა კლინკის მენეჯერმა ბექა იოსელიანმა.