ბათუმის სანდასუფთავების სამსახურმა ბულვარის ტერიტორიაზე ცხრა სული პირუტყვი დააპატიმრა
ბათუმის სანდასუფთავების სამსახურმა ბულვარის ტერიტორიაზე ცხრა სული პირუტყვი დააპატიმრა

ბათუმის სანდასუფთავების სამსახურმა დღეს ცხრა სული პირუტყვი დააპატიმრა. უწყებამ ძროხები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დაიჭირა და ინფორმაცია სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„შპს „სანდასუფთავების“ სამსახურის თანამშრომლებმა ცხრა სული პირუტყვი ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიჭირეს და სპეციალურ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებული ძროხის გამოსახსნელად მეპატრონემ 20-დან 50 ლარამდე ჯარიმა უნდა გადაიხადოს.

ანალოგიური შემთხვევები ბათუმის ახალი ბულვარისა და ზოგადად ქალაქის ტერიტორიაზე საკმაოდ ხშირია.