ბათუმის სანაპიროზე მოზარდს ეძებენ
ბათუმის სანაპიროზე მოზარდს ეძებენ

ბათუმის სანაპიროზე მოზარდს ეძებენ. სავარაუდოდ, 15 წლის ბიჭი ზღვაში გაუჩინარდა.

როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, სანაპიროზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

„სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ორი სკუტერი, ორი ნავი, მუშაობს სამი მყვინთავი, ასევე ტერიტორიას ათვალიერებს დრონი და სპეციალური მოწყობილობით მიმდინარეობს ზღვის ფსკერის დათვალიერებაც“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში.