ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა წარმატებით ჩაუტარდა
ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა წარმატებით ჩაუტარდა

ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. კლინიკის დირექტორის ნუგზარ პაპავას ინფორმაციით, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.

„საკეისრო კვეთა დასრულდა. ორივე თავს კარგად გრძნობს. მიმდინარეობს ბავშვის მოწესრიგება, უნდა გადავიდეს ბოქსირებულ განყოფილებაში და დღის განმავლობაში ახალშობილს  ტესტირება ჩაუტარდება. ამ ეტაპზე არ არის ცნიბილი, აქვს თუ არა ბავშვს კორონავირუსი. ჯერჯერობით დედა და შვილი იზოლირებულად იქნებიან მოთავსებული“, – განაცხადა ნუგზარ პაპავამ.

დღეისთვის სამშობიარო სახლში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებულის საკეისრო კვეთა არის დაგეგმილი.

„იგეგმება მეორე საკეისრო კვეთაც. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. სავარაუდოდ, დღის განმავლობაში მეორე პაციენტსაც ჩაუტარდება საკეისრო კვეთა. სულ გვყავს 25 კოვიდინფიცირებული პაციენტი. აქედან ორის გადაყვანა იგეგმება საკარანტინო ზონაში და დაგვრჩება 23 პაციენტი. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“- აღნიშნა ნუგზარ პაპავამ.

დატოვე კომენტარი