ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხმძიმეთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა

11:52, 23.09.2020

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხმძიმეთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

სამშობიარო სახლის დირექტორის, ზურაბ პაპავას ინფორმაციით, დღეს ერთი ფეხმძიმე ქალბატონის საკეისრო კვეთა იგეგმება.

„ამ დროისთვის ჩვენს კლინიკაში 24 ფეხმძიმე გვყავს. ასევე, დამატებით მიმდინარეობს 25 ფეხმძიმეს ტრანსპორტირება. დღეს ერთ ფეხმძიმეს საკეისრო კვეთა ჩაუტარდება. რაც შეეხება ახალშობილს, რომლის ნიმუში უკვე აიღეს, პასუხები ჯერ არ არის ცნობილი“, – განაცხადა ზურაბ პაპავამ.

მსგავსი