ბათუმის საკრებულოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ანთაძე და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
ბათუმის საკრებულოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ანთაძე და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ბათუმის საკრებულოს შენობასთან ხმაური იყო, რომლის მიზეზიც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების განცხადება გახდა. მათ ბათუმის საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

მერიასთან იმყოფებიან მმართველი გუნდის მხარდამჭერები. მათსა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ლევან ანთაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

ლევან ანთაძის განცხადებით, საკრებულოსთან მერიის აიპ-ების თანამშრომლების მობილიზება სამუშაო საათებში მოხდა. შეკრებილები კი ამბობენ, რომ საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად მივიდნენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ვითარება სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.