ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, სადაც სასტუმრო „ლემერიდიანისთვის“ სანაპიროს გარკვეული ტერიტორიის იჯარით გადაცემა უნდა განიხილონ, ხმაურია

12:33, 30.03.2021

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, სადაც სასტუმრო „ლემერიდიანისთვის“ სანაპიროს გარკვეული ტერიტორიის იჯარით გადაცემის საკითხი უნდა განიხილონ, ხმაურია.

საკითხის განხილვის წინააღმდეგ ბულვარის მოქმედი დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე გამოვიდა.

„ეს არის დანაშაული ჩვენი შვილების წინაშე. მე წინააღმდეგი ვარ, მე ვარ თქვენი გუნდის წევრი, მაგრამ ამას არ დავუშვებ, პატივს ვცემ ყველა ინვესტორს, გადასცენ ტერიტორია, მაგრამ არა ბათუმის ბულვარში, ეს დანაშაულია“, – განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.

სხდომაზე ხმაური კვლავ გრძელდება, სამოქალაქო აქტივისტები საკითხის ამოღებას ითხოვენ.

მსგავსი