ბათუმის საკრებულომ შესაძლოა, ლერმონტოვის ქუჩისთვის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭების საკითხზე იმსჯელოს
ბათუმის საკრებულომ შესაძლოა, ლერმონტოვის ქუჩისთვის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭების საკითხზე იმსჯელოს

ბათუმის საკრებულომ შესაძლოა, ლერმონტოვის ქუჩისთვის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭების საკითხზე იმსჯელოს.

სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ სენატორის გახსენებით დაიწყო, მის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. ლერმონტოვის ქუჩისთვის სახელის შეცვლის ინიციატივით კი „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიდა.

„სიმბოლური იქნება ლერმონტოვის ქუჩისთვის მაკკეინის სახელის მინიჭება. შეგახსენებთ, რომ მაკკეინი ჩვენი დიდი მოკავშირე იყო და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ გმირად არის გამოცხადებული. ოფიციალური განცხადება არ შემომიტანია, რადგან არ მინდა, ეს ერთი პარტიის საკითხი იყოს. ერთად უნდა ვიმსჯელოთ და კონსენსუსის გზით მივიღოთ გადაწყვეტილება,” – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, მირდატ ქამადაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს მოუწოდა, რომ საკითხი ოფიციალურად მოამზადონ.