ბათუმის საკრებულომ ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ბათუმის საკრებულომ ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ბათუმის საკრებულომ ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 254 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის დამტკიცებას 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს ბათუმის მერმა – არჩილ ჩიქოვანმა წარუდგინა.

სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ითხოვდნენ საკითხებიდან 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ამოღებას. მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მირდატ ქამადაძის ინიციატივას საკრებულოს დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი, მან დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება დაღვარა, რომელსაც მძაფრი სუნი ჰქონდა. რის შემდეგაც დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ აღნიშნა, ყველაფერი კეთდება, რათა ბათუმელებმა არ იზარალონ და მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცდა.