ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაღმს ეძებენ
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაღმს ეძებენ

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაღმს ეძებენ.

ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა, რის შემდეგაც თანამშრომლები სამართალდამცველებს დაუკავშირდნენ.

„შეტყობინება შემოვიდა რუსულ ენაზე. გვაუწყეს, რომ ნაღმი 48 საათში აფეთქდებოდა. სამართალდამცველებს ვაცნობეთ, თუმცა ვიმედოვნებ, ცრუ განგაშთან გვაქვს საქმე, რადგან ანალოგიური შეტყობინება რამდენიმე კვირის წინ შემოვიდა და არ დადასტურდა“, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, მერაბ ხალვაშმა.

შენობაში ევაკუაცია 17:50 საათზე გამოცხადდა. უნივერსიტეტში მხოლოდ თანამშრომელთა ნაწილი იმყოფებოდა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.