ბათუმის საკარანტინო ზონას დღეს 15 პირი დატოვებს
ბათუმის საკარანტინო ზონას დღეს 15 პირი დატოვებს

ბათუმის საკარანტინო ზონას დღეს კიდევ 15 პირი დატოვებს. სულ აჭარაში საკარანტინო სივრცე 500-მდე მოქალაქემ დატოვა, თუმცა ახალი ნაკადების დამატების გამო, იზოლირებულ სივრცეში მყოფთა საერთო რაოდენობა გაიზარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეისათვის კარანტინში 2 050 პირია.

შემცირდა თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა, მათი რიცხვი ორასს აჭარბებდა, თუმცა დღეისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში თვითიზოლაციაში რჩება 70 მოქალაქე.

სულ აჭარაში 12 საკარანტინო სივრცე მოქმედებს.