ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა გასულ წელს 59%-ით გაიზარდა
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა გასულ წელს 59%-ით გაიზარდა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გასულ წელს მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ქეთევან ალექსიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წელს 59%-ით გაიზარდა მგზავრთა რაოდენობა. მხოლოდ ზაფხულის პერიოდში ამ აეროპორტით 100 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რისთვისაც აეროპორტის მენეჯმენტმა ძალიან ბევრი იმუშავა“, – განაცხადა ალექსიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კონკრეტული ღონისძიებები, რომ წლევანდელ ზაფხულს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი სათანადოდ მომზადებული შეხვდეს და ზრდის ტენდენცია წელსაც შენარჩუნდეს.ასევე, მიმდინარეობს მუშაობა აეროპორტის განვითარებაზე.