ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ბიაფი“ დასრულდა
ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ბიაფი“ დასრულდა

ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ბიაფი“ (BIAFF) დღეს დასრულდა. დახურვის ცერემონია ბათუმის დრამატული თეატრის შენობაში გაიმართა.

კინოფესტივალის მთავარი პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში სლოვაკურმა ფილმა „და იქმნა ნათელი“ აიღო, ფილმის რეჟისორი მარკო სკოპია.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში გაიმარჯვა ამირან დოლიძის ფილმა „ცხოველი“. საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად კი დასახელდა კიმ ლონგინოტოს „მაფიის გადაღება“.

BIAFF-ზე წელს 30 ქვეყნიდან 80-მდე ფილმი იყო წარმოდგენილი. მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების ჩვენება ზღვისპირა ქალაქის კინოთეატრში და ღია ცის ქვეშ მოეწყო. „ბიაფი“ წელს მეთოხთხმეტედ ჩატარდა.