ბათუმის რესპუბლიკურში მოთავსებული 10 კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ბათუმის რესპუბლიკურში მოთავსებული 10 კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ბათუმის ლაბორატორიებში გასული 24 საათში განმავლობაში ახალ კორონავირუსზე 973 პირი გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში 10 ინფიცირებული მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 35 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

სულ აჭარაში კორონავირუსზე პისიარ ტესტი ჩაუტარდა 36 637 ადამიანს, კარანტინში 2 350 პირი იმყოფება.