ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 24 პაციენტი რჩება
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 24 პაციენტი რჩება

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, – ამის შესახებ კლინიკის მენეჯერმა გია კიკაბიძემ განაცხადა.

დღევანდელი მონაცემებით, კლინიკაში სულ 165 პაციენტი იმყოფება. ყველა პაციენტს აღენიშნება პნევმონია. ის პაციენტები, რომლებსაც პნევმონია არ აქვთ, კოვიდ-სასტუმროებში გადაჰყავთ.

რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 24 პაციენტი, მათგან შვიდი ჟანგბადის მუდმივ მიწოდებას საჭიროებს. ამ დროისთვის კლინიკაში 20-მდე საწოლია თავისუფალი.