ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველი კორპუსის თანამშრომლები აცხადებენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებიდან კლინიკის ჩახსნის შედეგად, პერსონალის ნაწილი უმუშევარი დარჩება
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველი კორპუსის თანამშრომლები აცხადებენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებიდან კლინიკის ჩახსნის შედეგად, პერსონალის ნაწილი უმუშევარი დარჩება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველი კორპუსის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ამბობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებას გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ლიცენზია შეუწყდა და მათ საქმიანობის გაგრძელება მხოლოდ გეგმური მიმართულებით შეუძლიათ, რაც კლინიკის შემოსავლებს შეამცირებს. აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ ეს პროცესი მათ ხელფასზე ნეგატიურად აისახება, ნაწილი კი უმუშევარი დარჩება. კლინიკის პერსონალის განცხადებით, უმუშევრობის საფრთხე რამდენიმე ასეულ ადამიანს ემუქრება.

„წლებია, აქ ვმუშაობთ, არსად წავსულვართ ამ კლინიკიდან, ახლა კი აღმოჩნდა, რომ 500-მდე ადამიანი შეიძლება, უმუშევარი დარჩეს, ურგენტულ პაციენტებს ვეღარ მივიღებთ, შემოსავალი საერთოდ შეგვიმცირდება ან უმუშევარი დავრჩებით, გვეუბნებიან კოვიდსასტუმროებში გადაგიყვანთო, ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს“, -აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.