ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან კოვიდინფიცირებული პაციენტები დროებით სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს, თუმცა ვაქცინაცია და ტესტირება უწყვეტად გრძელდება
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან კოვიდინფიცირებული პაციენტები დროებით სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს, თუმცა ვაქცინაცია და ტესტირება უწყვეტად გრძელდება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან კოვიდინფიცირებული პაციენტები დროებით ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. საავადმყოფოს მენეჯმენტის განცხადებით, მიზეზი ელექტროსადენებთან დაკავშირებული პრობლემა გახდა, თუმცა კლინიკაში ვაქცინაციისა და ტესტირების პროცესი არ შეჩერებულა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ.

„ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დამატებითი სიმძლავრეების საჭიროებიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კლინიკამ პაციენტების ნაკადების მართვა და გადანაწილება უზრუნველყო იმგვარად, რომ სამედიცინო სერვისის მიწოდების კუთხით რაიმე სახის შეფერხება არ დაფიქსირებულა. ამასთანავე, ვაქცინაციის და ტესტირების პროცესი კლინიკაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა“, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.