ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა რაოდენობა გაიზარდა
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა რაოდენობა გაიზარდა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა რაოდენობა გაიზარდა. 17 ინფიცირებული მართვით სუნთქვაზეა. კლინიკაში მყოფი 212 პაციენტიდან რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 49 პირი.
დღეს იგეგმება 20 გამოჯანმრთელებულის გაწერა.

საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა აჭარაში 5 ათასს აჭარბებს. „კოვიდ-19“ კი რეგიონში 9 ათას 200-ზე მეტმა პირმა დაამარცხა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი მნიშვნელოვნად აჭარბებს გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობას.