ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული რჩება
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული რჩება

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული რჩება. კლინიკის მენეჯერის, გია კიკაბიძის განცხადებით, ინფიცირებულები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. მისივე თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში 24 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

„ამჟამად გვყავს კლინიკაში 142 პაციენტი, მათგან 24 რეანიმაციაშია და შვიდი რჩება კრიტიკულ მდგომარეობაში, რვას სჭირდება ჟანგბადის მუდმივი მიწოდება. თითქმის ყველა პაციენტს აქვს პნევმონია“, – განაცხადა გია კიკაბიძემ.

დღეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ისინი კლინიკიდან დღეს გაეწერებიან.