ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. კლინიკის მენეჯერის, გია კიკაბიძის განცხადებით, პაციენტები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

მძიმეა რეანიმაციაში მყოფი 23 პაციენტის მდგომარეობა. შვიდი მათგანი მუდმივ რეჟიმში საჭიროებს ჟანგბადის მიწოდებას. სულ, კლინიკაში 143 ინფიცირებულია, რომელთაგან 113-ს აღენიშნება პნევმონია.

კლინიკიდან გუშინ რვა გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს.