ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 210 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათ შორის 49 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. დღეს კლინიკიდან გაეწერა 22 პაციენტი.

„ცხრა პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. 35 პაციენტი მუდმივ რეჟიმში იღებს ჟანგბადს. განყოფილებაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. ზოგიერთი საშუალო სიმძიმისაა. იქაც გრძელდება მკურნალობა. გამოჯანმრთელდა 22 პაციენტი და გაწერილია ბინაზე. ნაწილი პაციენტებისა მდგომარეობის გაუმჯობესების გამო გადაიყვანეს“, – განაცხადა კლინკის მენეჯერმა გია კიკაბიძემ.

მისივე განმარტებით, კლინიკაში ხელოვნური სუნთქვის 42 აპარატი აქვთ.