ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ათი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

12:19, 23.11.2020

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 212 პაციენტიდან 48 რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაშია.

მათგან ათი ინფიცირებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება. 35 პაციენტი საჭიროებს ჟანგბადის მუდმივ რეჟიმში მიწოდებას.

ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს 22 გამოჯანმრთელებული გაწერეს.

„22 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გავწერეთ, ამდენივეს გაწერა იგეგმება დღესვე. ამასთან, პაციენტთა ნაწილის მდგომარეობა გაუმჯობესდა და გადავიყვანეთ კოვიდსასტუმროში. ასე მუდმივად ხდება ინფიცირებულთა ერთგვარი როტაცია, რის შედეგადაც კლინიკაში მძიმე პაციენტებისთვის თავისუფლდება ადგილები“, – განაცხადა კლინიკის მენეჯერმა გია კიკაბიძემ.

მსგავსი