ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 81 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 81 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მე-40 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი აჭარიდანაა. პაციენტი 81 წლის იყო და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ 28 სექტემბერს გადაიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დიაგნოზით: „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული დაავადების გამწვავება.

მათივე ცნობით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულის ათეროსკლეროზული დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

„კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 30 სექტემბერს ღამით“, – ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი