ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ-ცენტრში ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ფაქტს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. 67 წლის მამაკაცი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

პაციენტი ინსულტის დიაგნოზით რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, რამდენიმე დღის წინ მას კორონავირუსიც დაუდასტურდა, რის შემდეგაც იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოში დღეს გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლამდე ქალიც, რომელიც ასევე ბათუმიდან იყო. საქართველოში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტია გარდაცვლილი.