ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

როგორც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადეს, კლინიკაში 212 პაციენტი მკურნალობს, მათგან  49 ინფიცირებული რეანიმაციაშია.

დღეის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5 ათასს აჭარბებს. გუშინდელთან შედარებით კვლავ გაიზარდა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა და გამოვლინდა 503 ახალი კოვიდდადებითი პირი, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.