ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

11:56, 03.11.2020

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში რეგისტრირებულია 4 700-ზე მეტი ინფიცირებული. ყველაზე მძიმე პაციენტები რჩებიან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც 51 პაციენტია რეანიმაციაში, მათგან 15 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზეა.

პარალელურად გამოჯანმრთელდა 280 პაციენტი. სულ რეგიონში „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელდა 8 789 ადამიანი.

მსგავსი