ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 115 პაციენტიდან სამის მდგომარეობა მძიმეა
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 115 პაციენტიდან სამის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 115 პაციენტიდან სამის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, გიორგი კიკაბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკიდან დღეს კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი გაეწერა.

„ერთი პაციენტი გადაყვანილია საჩხერის სამედიცინო ცენტრში, რადგან მის შვილსაც დაუდასტურდა კორონავირუსი. 115 პაციენტი იმყოფება რესპუბლიკურ საავადმყოფოში. სამი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა აპარატზე არც ერთი პაციენტი არ გვყავს. 20 პაციენტს პნევმონია აღენიშნება. ახალი რეგულაციების თანახმად, 18 პაციენტი გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში. 24 საათის განმავლობაში მედპერსონალი მონიტორინგს ატარებს, თუ რომელიმეს მდგომარეობა გაუარესდება გადმოიყვანენ ჩვენთან“, – განაცხადა კიკაბიძემ.