ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ თერაპიულ განყოფილებაში დღეს 25 ადგილია თავისუფალი

13:02, 07.12.2020

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაში დღეს 25 ადგილი თავისუფალია, – ამის შესახებ კლინიკის მენეჯერმა, გია კიკაბიძემ განაცხადა.

„გუშინ გავწერეთ 12 პაციენტი, დღეს კლინიკას 20-მდე ინფიცირებული დატოვებს, შესაბამისად ადგილების პრობლემა თერაპიულ განყოფილებაში არ არის. შედარებით პრობლემატურია ინტენსიური თერაპიის განყოფილება, სადაც თავისუფალი ადგილი დღეს არ გვაქვს“, – განაცხადა გია კიკაბიძემ.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს 206 პაციენტი ჰყავთ, 50 რეანიმაციაში იმყოფება, მათგან 13 კი მართვით სუნთქვაზეა.

მსგავსი