ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებულებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია

12:01, 26.09.2020

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კლინიკაში მოთავსებული 141 კოვიდინფიცირებულიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია, 19-ის კი მძიმედ ფასდება.

კრიტიკული პაციენტებიდან ერთ-ერთს, ხანდაზმულ მამაკაცს განვითარებული აქვს ინსულტი. სამივე პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. ამასთან, კლინიკაში მყოფი 141 კოვიდინფიცირებულიდან 103-ს აღენიშნება პნევმონია.

როგორც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, კლინიკაში დღეს 12 პირის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. 11 კი კლინკიდან კოვიდსასტუმროში გადაინაცვლებს.

მსგავსი