ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 48 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათგან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა დღეს 196-მდე შემცირდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, გამოჯანმრთელებულ, ასევე იმ პაციენტთა ხარჯზე, რომლებიც მდგომარეობის გაუმჯობესების გამო კოვიდსასტუმროებში გადაჰყავთ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარკვეული რაოდენობის საწოლები ყოველდღიურად თავისუფლდება.
ამჟამად კლინიკაში 48 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მათგან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე რჩებიან, 41 პაციენტს კი მუდმივად სჭირდება მაღალი წნევით ჟანგბადის მიწოდება.
აჭარაში კოვიდის მართვაში სულ 12 კლინიკაა ჩართული.