ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 210 პაციენტი მკურნალობს, მათგან 46 რეანიმაციულ განყოფილებაში, ხუთი კი, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 210 პაციენტი მკურნალობს, მათგან 46 რეანიმაციულ განყოფილებაში, ხუთი კი, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 

ბათუმის რესპუბლიკურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბოლო დღეებში კრიტიკულად მძიმე პაციენტების მდგომარეობა მნიშვნელოვნად შემცირდა. დღეს მართვით სუნთქვაზე მხოლოდ ხუთი ინფიცირებული რჩება.

კლინიკაში სულ 210 პაციენტი ჰყავთ, რეანიმაციაში იმყოფება 46, მათგან 35 პაციენტი მუდმივ რეჟიმში ჟანგბადის მიწოდებას საჭიროებს.

„კლინიკაში 5-მდე შემცირდა კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა, მაშინ, როცა სტაბილურად ეს რაოდენობა 20-ს აჭარბებდა. დღეს 17 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა, ნაწილი პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა და „კოვიდ“-სასტუმროში გადავიყვანეთ. დღეს ვვარაუდობთ, რომ კიდევ 30 პაციენტი დატოვებს რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რაც საშუალებას გვაძლევს გამოთავისუფლებულ საწოლებზე ახალი პაციენტები მოვათავსოთ“, – განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკის მენეჯერმა, გია კიკაბიძემ.