ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 180 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რომელთაგან 13 მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 180 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რომელთაგან 13 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერმა, გია კიკაბიძემ განაცხადა, კლინიკაში ამ დროისთვის 33 თავისუფალი ადგილია.
„დღეს კიდევ იგეგმება 20 პაციენტის გაწერა, ანუ საერთო ჯამში თერაპიულ განყოფილებაში 33 ადგილია თავისუფალი“, – განაცხადა გია კიკაბიძემ.
მისივე თქმით, 180 პაციენტიდან კლინიკის რეანიმაციაში რჩება 50 პირი, მათგან 13 მართვით სუნთქვაზეა, 35 საჭიროებს მუდმივ რეჟიმში ჟანგბადის მიწოდებას.