ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 19 ერთეული ხელოვნური სუნთქვის აპარატი გადაეცა
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 19 ერთეული ხელოვნური სუნთქვის აპარატი გადაეცა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს 19 ერთეული ხელოვნური სუნთქვის აპარატი გადაეცა. ტექნიკა კლინიკას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ნიჟარაძემ გადასცა და თანამშრომლებს მედიცინის მუშაკთა დღე მიულოცა.

„მედიცინის ყველა მუშაკი დღეს არის გმირი, არ აქვს მნიშვნელობა ის მაღალი პროფესიონალური დონის ექიმია, თუ დამხმარე პერსონალი. მინდა, ყველას პროფესიული დღე მივულოცო და გადავცე აპარატურა, რომელიც დღეს ამდენად საჭიროა. აპარატურა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოგვიყო“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის კლინიკებისთვის ხელოვნური სუნთქვის სულ 55 აპარატია გათვალისწინებული. რესპუბლიკური საავადმყოფოს პარალელურად, იგი აჭარაში მოქმედ ყველა კოვიდკლინიკას გადაეცემა. აღნიშნული აპარატები პაციენტებისთვის სიპაპ რეჟიმში ჟანგბადის მოწოდებას უზრუნველყოფს.