ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოთავსებულ 72 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი მდგომარეობა კრიტიკულია

11:59, 20.09.2020

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 72 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდაპირველად, იგი ინსულტის დიაგნოზით რეფერალურ კლინიკაში იმყოფებოდა. მამაკაცს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, რის შემდეგაც  კოვიდ-ცენტრში გადაიყვანეს.

„მამაკაცის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მას აქვს ინსულტი და ამჟამად მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, – განაცხადა კლინიკის მენეჯერმა გია კიკაბიძემ.

ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 158 კოვიდინფიცირებულია, აქედან 17 რეანიმაციაში იმყოფება, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

მსგავსი