ბათუმის ქუჩებში სპეცტექნიკის უკანონო განთავსება აიკრძალა
ბათუმის ქუჩებში სპეცტექნიკის უკანონო განთავსება აიკრძალა

ბათუმის ქუჩებში სპეცტექნიკის უკანონო განთავსება აიკრძალა. ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს.

ქალაქის ტერიტორიაზე იკრძალება ტრაილერების, ექსკავატორების, თვითმცლელების, ამწეების, კატაფალკებისა და სხვა სახის ტექნიკის დგომა.

მერიამ მათთვის სპეციალური ადგილი გოგოლის ქ.#1-ში გამოყო, სადაც უკვე მოწესრიგდა 6 ჰექტარი ფართობის სივრცე.

სატრანსპორტო საშუალების მფლობელები გათავისუფლდებიან ტერიტორიაზე დგომის გადასახადისაგან.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანა ერთ სივრცეში განხორციელდება მთელი ქალაქის მასშტაბით.

მათივე ცნობით, გათავისუფლებული ტერიტორიების კონტროლს ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით მოახდენს.

ამასთან, აღნიშნულ ქუჩებზე უახლოეს პერიოდში განთავსდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების დგომის ამკრძალავი ნიშნები.

სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების გაფრთხილება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.