ბათუმის ქუჩებში ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყო
ბათუმის ქუჩებში ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყო

„არა ძალადობას“, „რუსეთი ოკუპანტია“, – ამ შეძახილებით ბათუმის ქუჩებში ​ახალგაზრდების ნაწილმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყო.

მსვლელობის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური ნაწილის გავლის შემდეგ ევროპის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

„დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, სწორედ ამ მოთხოვნით მოვაწყეთ მსვლელობა ქუჩებში. ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური მოთხოვნები, რადგან ქულების დაწერა და სკამების დაცვა არ გვჭირდება. ჩვენ ვიცავთ ქვეყნის ღირსებას, ვგმობთ ძალადობას და რუსეთის ოკუპაციას“, – განაცხადა აქციის მონაწილე აკაკი ცეცლაძემ.

ბათუმში მიმდინარე აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ დედაქალაქში მიმდინარე აქციებს.

დატოვე კომენტარი